რატომ დაარქვეს ზვიად გამსახურდიას შვილიშვილს ხედა - "ისტორია გრძელდება... ორი რაინდის შთამომავლები" - კვირის პალიტრა

რატომ დაარქვეს ზვიად გამსახურდიას შვილიშვილს ხედა - "ისტორია გრძელდება... ორი რაინდის შთამომავლები"

ამ ფოტოს კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს შემდეგი ტექსტით:

"ფოტოში ისტორია ილანდება: ხედა გამსახურდია, დეგი დუდაევი. სახელ ხედას რაც შეეხება: ეს იმ ჩეჩენი ქალის სახელია, რომელიც 1992-1994 წლებში გროზნოში ცოტნესთვის და გიორგისთვის ზრუნავდა. იგი გამორჩეულად უყვარდათ ბიჭებს".

ფოტოზე ზვიად გამსახურდიას ვაჟის - გიორგის ქალიშვილია და ასევე ცნობილი ჩეჩენი პოლიტიკოსის, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი. ფოტოს ასევე აზიარებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური:

"ისტორია გრძელდება… მეოცე საუკუნის ორი გმირის, ორი რაინდის, სამშობლოს სიყვარულს შეწირული ორი ძმადნაფიცის შთამომავლობა დღეს:ხედა გიორგის ასული გამსახურდია და დეგი ჯოხარის ძე დუდაევი".