"გადამარჩინეთ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელსაც Wall Street Journal-ი აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"გადამარჩინეთ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელსაც Wall Street Journal-ი აქვეყნებს

Wall Street Journal-ი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს: წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის არ უნდა ვის­ჯე­ბო­დე სიკ­ვდი­ლით პუ­ტი­ნის მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მიერ. ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­უ­ღა­ლა­ვად ვმუ­შა­ობ­დი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის და წინ აღ­ვუ­დე­ქი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას ჩემს სამ­შობ­ლო­ში.

დღეს მე ვთხოვ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და მის მო­კავ­ში­რე­ებს, და­იც­ვან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პე­ბი; მხა­რი და­უ­ჭი­რონ ქარ­თველ ხალ­ხს ამ ტი­რა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რათა შე­ნარ­ჩუნ­დეს ქვეყ­ნის ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ის გზა­ზე მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი და, სულ მცი­რე, გა­და­არ­ჩი­ნონ ჩემი სი­ცო­ცხლე.

2003 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს, მე ვი­დე­ქი მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­დაქ­მნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის მსგავ­სად, მეც წინ აღ­ვუ­დე­ქი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ტი­რა­ნულ აგ­რე­სი­ას, რო­დე­საც ის შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს.

თუმ­ცა, ზოგი ჩემს ლი­დე­რო­ბას კრი­ტი­კუ­ლად ან არ­ცთუ სა­ნი­მუ­შოდ აფა­სებს, ჩემი ერ­თგუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ არას­დროს გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო არ­შემ­დგა­რი, მა­ფი­ის მიერ მარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­და­იქ­ცა წარ­მა­ტე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ად დი­ნა­მი­უ­რი ეკო­ნო­მი­კით.

ჩვე­ნი რე­ფორ­მე­ბი, პროგ­რე­სი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც პრე­ზი­დენტ ბუ­შის, ისე ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის მიერ. სა­ქარ­თვე­ლო შე­სა­შუ­რი გახ­და მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლის­თვის. ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის­თვის, ახ­ლა­ხან CNN-მა მო­მიხ­სე­ნია, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. დღეს მე ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყალ­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით.

მე ვის­ჯე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლე­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან, მათ შო­რის, აშშ-თან კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნის სხვა ლი­დე­რე­ბიც უნდა გაფრ­თხილ­დნენ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი ბე­დის გამო.ჩემს გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­სა­გე­ბად, სა­ჭი­როა გა­აზ­რე­ბულ იქ­ნას ჩემი ერ­თგუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ, ასე­ვე პუ­ტი­ნის აგ­რე­სი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა და ბრძო­ლა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად; პო­ზი­ცი­ის, რო­მელ­საც ახა­ლი­სებ­დნენ და მხარს უჭერ­დნენ აშშ და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, და რომ­ლის და­ნერგვა­საც ცდი­ლო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში.

თუმ­ცა, მსგავ­სი პო­ზი­ცია სა­ში­ში და დას­ჯა­დია პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნი­სა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მხრი­დან მა­შინ, რო­დე­საც [პუ­ტი­ნი] გა­ნაგ­რძობს მისი მიზ­ნე­ბი­სა და ტე­რო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ში, მათი მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი ლი­დე­რე­ბის მი­მართ.ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო იყო პოსტ-საბ­ჭო­თა რე­გი­ონ­ში და­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნის სა­ნი­მუ­შო მა­გა­ლი­თი, რაც აუ­ტა­ნე­ლი იყო პუ­ტი­ნის­თვის.

მან სა­მა­გა­ლი­თოდ და­სა­ჯა სა­ქარ­თვე­ლო 2008 წელს სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ით ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად. მე წა­მი­ყე­ნეს ულ­ტი­მა­ტუ­მი, და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა 24 სა­ათ­ში ოჯახ­თან ერ­თად ან დავ­ლო­დე­ბო­დი გარ­და­უ­ვალ სიკ­ვდილს. მე უარი ვთქვი ამ ულ­ტი­მა­ტუმ­ზე და ჩემს ხალ­ხთან ერ­თად ვიბ­რძო­ლეთ აშშ-სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­მი­ცხა­დეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ გა­ვა­ჩე­რეთ რუ­სე­თი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან, რა­მაც გა­და­არ­ჩი­ნა დე­მოკ­რა­ტია და თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.მე გა­ვაგ­რძე­ლე ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვა­დის აღ­სრუ­ლე­ბა და პირ­ვე­ლად კავ­კა­სი­ა­ში უზ­რუნ­ველ­ვყა­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა არ­ჩევ­ნე­ბის გზით. პუ­ტინს არ და­უ­მა­ლავს, რომ იგი აქ­ტი­უ­რად ერე­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი მი­ლი­არ­დე­ბი და­აგ­რო­ვა რუ­სეთ­ში რო­გორც პუ­ტი­ნის მო­კავ­ში­რემ.ჩემი მე­ო­რე ვა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ახალ­მა პრო­რუ­სულ­მა მთავ­რო­ბამ ჩა­მო­მარ­თვა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მას შემ­დეგ, რაც იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო და წავ­სუ­ლი­ყა­ვი უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რომ­ლის ენა­საც ვფლობ, რო­გორც მშობ­ლი­ურს.

იქ გავ­ხდი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი და მი­ვი­ღე უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რად­გან ვი­ყა­ვი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­ხდი ოდე­სის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, სა­დაც პუ­ტი­ნი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და რე­გი­ო­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას მისი აგენ­ტუ­რი­სა და სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. იმ დრო­ის­თვის ჩვენ არ ვი­ცო­დით და ვერ ვხვდე­ბო­დით პუ­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გან­ზრახ­ვას, ისე­ვე, რო­გორც მან ეს გა­ა­კე­თა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში.ეს იყო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მე აღ­ქმუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც პუ­ტი­ნის მტე­რი და მას არ დავ­ვი­წყე­ბი­ვარ მთე­ლი ეს წლე­ბი. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს 2008 წ. პუ­ტინ­მა დადო პი­რო­ბა, რომ ჩა­მომ­კი­დებ­და "ერთი ად­გი­ლით“ და პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო ჩემ­სა და მის ყვე­ლა­ზე დიდ შიდა მტერ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის შო­რის.

ბრძო­ლის ამ წლებ­ში, ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ უმოქ­მე­დოდ. მე მუდ­მი­ვად ვაფრ­თხი­ლებ­დი მსოფ­ლი­ოს პუ­ტი­ნის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ებ­ზე უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, რო­გორც მაქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩემს 2013 წლის მი­მარ­თვა­ში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე.გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს მე დავ­ტო­ვე უკ­რა­ი­ნა, სა­დაც ჯერ კი­დევ ვი­კა­ვებ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის მრჩევ­ლის რან­გში და გავ­რის­კე ჩემს მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

მე დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან, ისე­ვე, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვწუხ­დი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­სა და რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში ვი­ცო­დი, რომ იყო და­პა­ტიმ­რე­ბის რის­კი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, რო­მელ­საც არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თი­სა, არ ცნობ­და ლე­გი­ტი­მუ­რად. მე მზად ვი­ყა­ვი სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის რის­კის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე გა­დავ­ხე­დავ­დი ჩემი დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რომ მცოდ­ნო­და, რომ ვიქ­ნე­ბო­დი წა­მე­ბის ქვეშ, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე, და რომ წა­მარ­თმევ­დნენ სი­ცო­ცხლეს მო­წამ­ვლი­სა და ტყვე­ო­ბის გზით.პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ და ბევ­რმა ევ­რო­პელ­მა ლი­დერ­მა მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მომ­ცენ სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­სავ­ლეთ­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა და ევ­რო­საბ­ჭომ მი­ი­ღეს რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბით ჩემი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნის მო­წო­დე­ბით. ასე­თი­ვე მკა­ფიო მო­წო­დე­ბე­ბი იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის მიერ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მან­და­ტით აღ­ჭურ­ვი­ლი ექი­მე­ბის ჯგუფ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბა არ არის საკ­მა­რი­სი ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად. და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტთა ჯგუფ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩემი სიკ­ვდი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში გარ­და­უ­ვა­ლია სას­წრა­ფოდ სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე. მა­შინ, რო­დე­საც ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად უა­რეს­დე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტთა ჯგუფ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მძი­მე მე­ტა­ლე­ბით მო­წამ­ვლი­სა და ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და ჩემი დამ­ტუ­სა­ღებ­ლე­ბის ხე­ლით, დარ­ჩე­ნი­ლი მაქვს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რის ან თვის სო­ცო­ცხლე. ჩემი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი იმე­დი სა­ქარ­თვე­ლოს გარე აქ­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაა.

იმ მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხრი­დან წნე­ხის გა­რე­შე, ვის­თან ერ­თა­დაც ვი­დე­ქი წარ­სულ­ში - აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ევ­რო­კავ­ში­რი - სა­ქარ­თვე­ლოს პრო­რუ­სულ მთავ­რო­ბას არ ექ­ნე­ბა ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის სა­პირ­წო­ნედ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­ზე­ზი და, დიდი ალო­ბა­თო­ბით, ჩემი, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის წა­მე­ბუ­ლის, სი­ცო­ცხლე დას­რულ­დე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში.

მე მივ­წე­რე პრე­ზი­დენტ ბა­ი­დენს, ვი­საც პირ­ვე­ლად შევ­ხვდი 1990 წ. ჩემი ახლო მე­გობ­რის ჯონ მა­კე­ი­ნის მეშ­ვე­ო­ბით, ვინც ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­თან ერ­თად წარ­მად­გი­ნა ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ა­ზე. 2012 წ. ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა "აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ჯორჯ ვა­შინგტო­ნი“ მი­წო­და.

ახლა მე მხო­ლოდ შე­მიძ­ლია ვი­მე­დოვ­ნო, რომ პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჰუ­მა­ნუ­რო­ბა და სიბ­რძნე არ მის­ცემს პუ­ტინს შე­საძ­ლებ­ლო­ბას იზე­ი­მოს სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ჩემი სიკ­ვდი­ლით და სა­ქარ­თვე­ლო­ზე რუ­სე­თის კონ­ტრო­ლის აღ­დგე­ნით, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც ასე ბევ­რი ვიშ­რო­მეთ ერ­თად", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.