21 წლის ქეთევან ხაჩიძეს იშვიათი დაავადება დაუდგინდა, რომელიც პირველი შემთხვევაა საქართელოში - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

21 წლის ქეთევან ხაჩიძეს იშვიათი დაავადება დაუდგინდა, რომელიც პირველი შემთხვევაა საქართელოში - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

21 წლის ქეთევან ხაჩიძეს უიშვიათესი დიაგნოზი, ჩარგ სტრაუსის სინდრომის მძიმე ფორმა დაუდგინდა, რომელიც პირველი შემთხვევაა საქართველოში და შესაბამისი მკურნალობა ვერ ხერხდება...

ქეთევანი იმყოფება მართვით სუნთქვაზე (ინტუბირებულია) და სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას...

ქეთას შესახებ მისი მეგობარი, მწერალი - გიორგი სარჯველაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- ქეთა ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. უაღრესად კეთილი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრისას მთელი დღის კარგი განწყობა გარანტირებული გაქვს ადამიანს... ქეთა საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა, მისი პროფესიიდან გამომდინარე, რაც მოიაზრებს უამრავ კონფერენციასა თუ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. მე და ქეთა კურსელები ვართ, ორივე - მომავალი იურისტები. ჩემი წიგნის არც ერთი პრეზენტაცია არ აქვს გამოტოვებული, სულ მოწინავე ადგილას იჯდა და ღრმად სწამდა ჩემი წარმატების. ის არის ადამიანი, რომელმაც იცის მეგობრობა, თანადგომა და, უბრალოდ, მოღიმარი გოგონაა, რომელთან საუბარი და ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა.

ნამდვილად საშინელი ამბავი დაგვატყდა თავს. ჯანმრთელ, სიცოცხლით სავსე ადამიანს ასეთი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. წარმოუდგენელია ქეთაზე მსგავსის მოსმენა… მას დაუდგინდა უიშვიათესი დიაგნოზი - ჩარგ სტრაუსის სინდრომის მძიმე ფორმა, რომელიც პირველი შემთხვევაა ქვეყანაში და მისი საქართველოში მკურნალობა ვერ ხერხდება.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

მდგომარეობა მძიმეა (ინტუბირებულია), დრო კი - საკმაოდ ცოტა. ჩვენ ქეთას ვჭირდებით და დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ქეთა მებრძოლი სულის ადამიანია ის ამას გადალახავს!

- ქეთას ჯანმრთელობის პრობლემებზე ადრე უსაუბრია?

- ქეთას ასეთი მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქამდე არ ჰქონია. ეს საშინელი ამბავი მოულოდნელად გამოააშკარავდა… მისი ყოველდღიურობა რამდენიმე კვირის წინ სრულიად სხვაგვარი იყო, ახლა, სამწუხაროდ, რადიკალურად განსხვავებულია…

მჯერა ქეთასი, ახალგაზრდების ძალა საკმაოდ დიდი ძალაა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია.

ღრმად მწამს, რომ კეთილი ხალხის დახმარებითა და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ქეთას მდგომარეობის გაუმჯობესებას შევძლებთ.

დაწყებულია დიდი სტუდენტური კამპანია #ქეთასთვის, რაშიც ჩართულია ძალიან ბევრი ახალგაზრდა.

უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ მის ოჯახს გადარჩენაში, რადგან მკურნალობა უდიდეს თანხებთან არის დაკავშირებული.

მიმღები:

ავთანდილაშვილი თამარი

საქართველოს ბანკი: GE19BG0000000541400730

AVTANDILASHVILI TAMARI

თიბისი ბანკის მიმღები: GE39TB7757545061100039 გენადი მახარაშვილი.

(სპეციალურად საიტისთვის)