"გვაქვს მოს­მე­ნი­ლი მე­ლი­ას მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი "სი­ტყვე­ბი" - რას წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"გვაქვს მოს­მე­ნი­ლი მე­ლი­ას მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი "სი­ტყვე­ბი" - რას წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში?

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ნიკა მე­ლი­ას ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

ჩარ­კვი­ა­ნი ნიკა მე­ლი­ას აკ­რი­ტი­კებს და წერს, რომ მას ჩა­ნა­წე­რის გა­რე­შეც აქვს მოს­მე­ნი­ლი ნიკა მე­ლი­ას მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი "სი­ტყვე­ბი".

"გავ­რცელ­და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ნიკა მე­ლი­ას სა­უბ­რი­სა, სა­დაც ის მე­სა­მე პრე­ზი­დენტს უდი­ე­რად-უწ­მა­წუ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მკი­თხეს აზრი ამის თა­ო­ბა­ზე: ზო­გა­დად ვერ ვი­ტან ჩამ­წე­რებს, გა­მავ­რცე­ლებ­ლებს და ამი­ტო­მაც ჩემს ფბ კე­დელ­ზე არ დავ­დე ეს ჩა­ნა­წე­რი, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში "ანო­ნიმსჩი­კებს" ეძახ­დნენ მთე­ლი არ­სე­ბით ვებ­რძვი მათ ......

არც მის ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა მე და ბევ­რს ჩა­ნა­წე­რი არ გვჭირ­დე­ბო­და, ისე­დაც გვაქვს მოს­მე­ნი­ლი "ლა­ივ­ში" მე­ლი­ას მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი "სი­ტყვე­ბი". არც მისი ერთ-ერთი მომ­ხრის პა­სუ­ხი მო­მე­წო­ნა თე­რით - "ეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სტი­ლი­აო", რად­გან ამ პა­სუ­ხი-ბრალ­დე­ბით ზუს­ტად იგი­ვე გა­ა­კე­თა, რაც ამ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ავ­ტორ­მა. ერთი ფაქ­ტია, რომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ზო­გა­დად ეს "წუმ­პე" ურ­თირთდა­პი­რის­პი­რე­ბა, ტროლ-ბო­ტე­ბი, უმოქ­მე­დო­ბა, ოპო­ნენ­ტებ­თან (პარ­ტი­ა­ში) ჩხუ­ბი, და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ის ნაც მოძ­რა­ო­ბის რე­ი­ტინ­გის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა - ეს ფაქ­ტია ვე­რა­ვინ ვერ­სად წა­უ­ვა.

ფა­რუ­ლი ჩა­წე­რე­ბი, ჩამ­წე­რე­ბი, ტი­პე­ბი სა­ზი­ზღრო­ბაა რა თქმა უნდა, ოღონდ ამ ჩა­ნა­წე­რის გა­რე­შე, რა­საც აფ­რქვევს ეს თავ­მჯდო­მა­რე და "მოღ­ვა­წე­ობს" მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აი ამის გამო უნდა წა­ვი­დეს ჩემი აზ­რით თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან. თავ­ზე ჩა­მო­გაქ­ცი­ათ -ჩა­მოგ­ვაქ­ცია პრო­ცე­სი, რად გინ­დათ ან ვინ­მეს რაში სჭირ­დე­ბა ეს "ფა­რუ­ლი ტა­ლა­ხი", ღია "ტა­ლახს" მი­ხე­დეთ "პატ­ივ­ცე­მუ­ლე­ბო". უხ­ვად აფ­რქვევს და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რის მსხვი­ლი ოპოპარ­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის "მოქ­მე­დე­ბა­ში" მო­სუ­ლი უმოქ­მე­დო თავ­მჯდო­მა­რე" - წერს ჩარ­კვი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის და რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს.