ნატო გელაშვილი ბებია გახდა - რა სახელი შეურჩიეს მშობლებმა პატარას? - კვირის პალიტრა

ნატო გელაშვილი ბებია გახდა - რა სახელი შეურჩიეს მშობლებმა პატარას?

ნატო გელაშვილი ბებია გახდა. მომღერლის უფროს ვაჟს, გიორგი ჭოხონელიძესა და ანეტა ნიკურაძეს ვაჟი შეეძინათ. მშობლებმა პატარას ლუკა დაარქვეს.

,,ყველას, ვისაც გიყვართ და არ გიყვართ ნატო, ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ ნატოს, მინდა ვუთხრა და ყველაზე მაღალი ნოტი ავიღო ამ ჩახლეჩილი ხმით და მივაწვდინო ცისკიდეს ხმა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება...

giorgichoxonelidze-1673379267.jpg

2011წლიდან დღემდე ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური კლებადობას ვითვლიდი ერთმანეთის მიყოლებით, მხოლოდ .ეს ორი ბიჭი, ლუკა და გიორგი იყო ჩემი ჭირვარამისა და სიხარულის მეგზურნი ამ ხნის მანძილზე ..დღეს ოჯახის წევრთა მატებაა, ჩემი ოჯახის გარშემოწირულობის ორბიტა გაიზარდა უსასრულობამდე... მადლობა ამისათვის უფალს, ჩემს ანეტა ნიკურაძეს, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ერთად ღირსეულად გალეწეთ და გავლეწავთ ჩემი ცხოვრების გავლილ და გასავლელ “კალო“-ს. წინ უფრო მეტია გასავლელი გზა, ვიდრე ოდესმე ყოფილა... მიყვარხართ, ბედნიერება გქვია შენ, ჩემო პატარა ანგელოზო. კეთილი იყოს შენი მობრძანება ბებო ჩემო ლუკა ბიჭოო", - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.