„თქვენ მე გაყინვას გადამარჩინეთ“ - წყალტუბოში მცხოვრებ ბებოს ხალხმა 9 000 ლარი შეუგროვა - კვირის პალიტრა

„თქვენ მე გაყინვას გადამარჩინეთ“ - წყალტუბოში მცხოვრებ ბებოს ხალხმა 9 000 ლარი შეუგროვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრებ 70 წლის დოდო კაკაბაძეს, რომლის შესახებაც ინფორმაცია სოფიალურ ქსელში გავრცელდა, საზოგადოება დაეხმარა. მას ხალხმა 9 000 ლარი შეუგროვა.

სახლს, სადაც ხანდაზმული ცხოვრობს, კარი არ აქვს, ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია, სახურავი ნახევრად არის გადახურული, კედლები დაბზარულია, იატაკი კი ავარიული. წვიმის დროს სახლის ყველა ნაწილში წყალი თანაბრად ჩადის.

„უბედნიერესი ვარ, ჩემი ოცნება ახდა. მადლობა ხალხს, რომელიც გვერდით დამიდგა და გაყინვას გადამარჩინა“, – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები დოდო კაკაბაძე. (წყარო)