"ნეტავ უშენოდ ახალი წელი რისთვის მოვიდა?!" - ნიკო კვარაცხელიას დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ნიკო კვარაცხელიას დედა - იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს ემოციურ ლექსს უძღვნის.
,,სვეტიცხოვლის სისპეტაკეს თოვლის სისპეტაკე მიმატებია, როგორი ლამაზია სვეტიცხოველში ნიკოს ხე დათოვლილი… არქიმანდრიტ სერაფიმეს მადლობა, საოცარი story -ის გაზიარებისთვის.
,,თოვლმა ფიფქები ჩამოყარა ზეციდან ცრემლად.
გადაათეთრა არემარე შეგცივდა ნეტავ?
სულში დაზამთრდა სამუდამოდ, სუსხმა მომიცვა.
ნეტავ უშენოდ ახალი წელი რისთვის მოვიდა “???
ი.ო.“, - წერს იზა ომაძე.