"რესტორანი თავზე დავიმხე... 30 კაცამდე ვიყავით" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული დაბადების დღე: როგორ აღნიშნა ცნობილმა მსახიობმა 79 წლის იუბილე? - კვირის პალიტრა

"რესტორანი თავზე დავიმხე... 30 კაცამდე ვიყავით" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული დაბადების დღე: როგორ აღნიშნა ცნობილმა მსახიობმა 79 წლის იუბილე?

ცნო­ბილ­მა ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ობ­მა ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­მა 79 წლის იუ­ბი­ლე ამე­რი­კა­ში აღ­ნიშ­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ ის იქ უკვე 16 წე­ლი­წა­დია, ცხოვ­რობს. მსა­ხი­ო­ბის იუ­ბი­ლეს რეს­ტო­რან­ში მე­გობ­რე­ბი და სა­ახ­ლობ­ლო წრე და­ეს­წრო. სტუ­მარ­თა შო­რის იყო მისი ახლო მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ცუცა კა­პა­ნა­ძე. ისი­ნი აშშ-ში წლე­ბის წინ ერ­თად წა­ვიდ­ნენ.

AMBEBI.GE-ს ცუცა კა­პა­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მის­თვის ჩვე­უ­ლი იუ­მო­რით გაგ­ვე­სა­უბ­რა:

- კი, ხა­თუ­ნას იუ­ბი­ლე აღ­ვნიშ­ნეთ. გა­ი­სად 80 წლის ხდე­ბა, სა­ერ­თოდ ჩვენს ასაკს არ­ცერ­თი ვმა­ლავთ, რად­გა­ნაც ორი­ვე თხის რქე­ბი ვართ... მოკ­ლედ, მო­მა­ვალ წელს მისი და­ბა­დე­ბის დღე უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა. ახლა 30 კა­ცამ­დე ვი­ყა­ვით, მხო­ლოდ ხა­თუ­ნას მე­გობ­რე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბი, ვინც აქ არი­ან, უმე­ტე­სად თე­ატ­რის ხალ­ხი, მსა­ხი­ო­ბე­ბი. ადრე აქ რეს­ტო­რან­ში რომ მივ­დი­ო­დი, რა­ღაც ცეკ­ვა არ მინ­დო­და, მაგ­რამ ხა­თუ­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე რომ იტყვი­ან, რეს­ტო­რა­ნი თავ­ზე და­ვიმ­ხე. რამ­დე­ნი ენერ­გია გქო­ნი­აო, მი­თხრეს. რამ­დე­ნი ენერ­გია დავ­ხარ­ჯე და კი­დევ ვერ და­ვი­ღა­ლე-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი... სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შენ­გან კარგ გან­წყო­ბას, და­დე­ბით ემო­ცი­ებს, გამ­ხნე­ვე­ბას ელო­დე­ბა, არას­დროს ვღა­ლა­ტობ. ჩემს სა­ფიქ­რალს, თუნ­დაც პრობ­ლე­მას გვერ­დით გა­დავ­დებ ხოლ­მე და სხვა­ზე ვზრუ­ნავ.

- ეს თქვე­ნი ერ­თგვა­რი უნა­რია, რი­თაც ადა­მი­ა­ნებს უყ­ვარ­ხართ... რო­გორ არის ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა?

- კარ­გად არის, ჯან­ზეა, უნდა რომ სპექ­ტაკ­ლი ითა­მა­შოს, იქ­ნებ ვი­თა­მა­შოთ, ძა­ლი­ან მინ­და. იმ დღეს თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­კი­თხე­ბა - რამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, რაც აქ ვარ­თო? არ მი­თხრა, რომ და­გა­ვი­წყდა-მეთ­ქი. არა, არ და­მა­ვი­წყდა, შენ მინ­და, რომ მი­თხრაო? 16 წელი გა­ვი­და და მე-17 და­ი­წყო, სექ­ტემ­ბერ­ში 17 გახ­დე­ბა-მეთ­ქი. რას ლა­პა­რა­კობ, მერე რას ვშვრე­ბი­თო? მერე, ამე­რი­კა რო­გორც ჩა­მოს­ვლით გა­ვა­ხა­რეთ, ისე წას­ვლით გა­ვა­ხა­რო­თო. გააგძელე კითხვა