"ბენ ჰოჯესმა თუ არ გაასწრო, ამათმა ისე აკრიფეს, აუცილებლად დაიჭერენ…" - რას წერს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"ბენ ჰოჯესმა თუ არ გაასწრო, ამათმა ისე აკრიფეს, აუცილებლად დაიჭერენ…" - რას წერს გია ხუხაშვილი

ევ­რო­პა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი ბენ ჰო­ჯე­სი სა­ქარ­თვე­ლო­შია, ის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის ღო­ნი­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს სა­დაც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომზე, შე­დე­გე­ზე, რე­გი­ო­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექ­სტზე მსჯე­ლო­ბენ.

გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ამ­ბობს, რომ ვერ ხე­დავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვერ­ცერთ პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს, თუ ის არ არის უკ­რა­ი­ნის მხა­რეს. ამის­თვის კი ჰო­ჯე­სი ხე­ლისფლე­ბის­გან სულ მცი­რე, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ხე­დავს.

"კრემ­ლი არის მკვდა­რი და მე არ შე­მიძ­ლია ვთქვა რამე და­დე­ბი­თი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ ის არ იყოს უკ­რა­ი­ნის მხა­რეს. სულ მცი­რე უკ­რა­ი­ნა კარ­გია, რუ­სე­თი კი აგ­რე­სო­რია და პო­ზი­ცია, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო არ გა­ვა­კე­თებთ არა­ფერს, რაც ერთ მის­ხალ ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას მა­ინც შეს­ძენს იმას, რა­საც კრემ­ლი აკე­თებს ან ამ­ბობს, არ ზრდის სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის რისკს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ეს აკე­თებს, არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აყე­ნებს ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს. ჩემი შე­ფა­სე­ბაა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბა მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას და ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­სა და ხალ­ხის სურ­ვი­ლებს გა­ნა­ცალ­კე­ვებს. თუმ­ცა ქარ­თველ ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სად გინ­დათ იყოთ აქე­დან ერთი წლის შემ­დეგ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად იწყებს დაშ­ლას?!“- გა­ნა­ცხა­და ბენ ჰო­ჯეს­მა.

მის გან­ცხა­დე­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

"ბენ ჰო­ჯეს­მა თუ არ გა­ას­წრო, ამათ­მა ისე აკ­რი­ფეს, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ჭე­რენ…" - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხასშლმა ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ.

მი­სი­ვე პოს­ტის თა­ნა­ხამდ:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­თო­დუ­რად ამ­კვიდ­რებს “სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრომს” რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.უნდა გიყ­ვარ­დეს შენი მწა­მე­ბე­ლი და ლან­ძღო ყვე­ლა, ვინც ცდი­ლობს გა­გან­თა­ვი­სუფ­ლოს მის­გან…"