"რიტორიკა ნატოს ღია კარზე უკრაინისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს, უფრო მეტს, ვიდრე ღია კარს" - კვირის პალიტრა

"რიტორიკა ნატოს ღია კარზე უკრაინისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს, უფრო მეტს, ვიდრე ღია კარს"

ნატოს ღია კარის შესახებ რიტორიკა არასაკმარისია უკრაინისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ვილნიუსში ზაფხულში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკრაინის ნატოში წევრობის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელის.

“რაც შეეხება ვილნიუსს. დღეისთვის ღია კარების შესახებ რიტორიკის სახით უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერა არასაკმარისია. უფრო ზუსტად, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ - არასაკმარისია ჩვენი მეომრების მოტივირებისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება მოიყვანა როგორც კონკრეტული გადაწყვეტილების მაგალითი, რომელიც უკრაინას მოტივაციას უჩენს.

“ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება. გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს. ჩვენ უფრო მეტს ველით, ვიდრე ღია კარს. ისეთი რაღაცები, როგორც კანდიდატის სტატუსი, მოტივაციას გვიჩენს. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ დაპირებებს არ გვაჭმევენ, რომ რეალურად თანასწორებს შორის გვხედავენ. წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის გახსნა მოტივაციას გვიჩენს, ვიბრძოლოთ. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე წინ გადადგმული ნაბიჯები”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"