"ილია დარჩიაშვილთან საუბრისას გამოვთქვი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება" - კვირის პალიტრა

"ილია დარჩიაშვილთან საუბრისას გამოვთქვი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერებისა და უკრაინისთვის საჭირო დახმარების საკითხებზე ვისაუბრე, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„განვაცხადე, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.