როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და როდის შეწყდება თოვა დედაქალაქში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და როდის შეწყდება თოვა დედაქალაქში?

ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უამ­რა­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შექ­მნა, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში, ისე - აღ­მო­სავ­ლეთ­ში. კი­დევ რამ­დე­ნი დღე გაგ­რძელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში უა­მინ­დო­ბა, ამ სა­კი­თხზე ambebi.ge-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ესა­უბ­რა:

- უა­მინ­დო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბოლო დღე­ებ­ში უკვე ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ვრცელ­დე­ბა ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი, რაც იწ­ვევს თო­ვას. კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ძლი­ე­რად, გა­უ­ჩე­რებ­ლად უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა თოვს, რა­მაც გზებ­ზე და ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლია, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა - ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა წარ­მოქ­მნა ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ. ჩვენ ამა­ზე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ვავ­რცე­ლეთ გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო: ძლი­ე­რი თოვ­ლი, ნის­ლი, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით, ჰა­ე­რის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.

- ეს რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია, სა­მა­გი­ე­როდ, ქრის აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი, რა­მაც დიდი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ფოთ­ში, ქუ­თა­ის­ში, ზემო იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­ში - წაქ­ცე­უ­ლია ხე­ე­ბი, გა­წყვე­ტი­ლია ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი. ქარი ხვა­ლი­დან ნელ-ნელა შე­სუს­ტდე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ნარ­ჩუნ­დე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში 14 იან­ვრი­დან ნა­ლე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლი აღარ არის, უბ­რა­ლოდ, ყინ­ვა მომ­დევ­ნო ორი-სამი დღე კი­დევ გაძ­ლი­ერ­დე­ბა. გააგრძელეთ კითხვა