90-იანი წლების სუპერმოდელის "იდუმალი და მიუწვდომელი სილამაზე" - ტატიანა პატიცის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები - კვირის პალიტრა

90-იანი წლების სუპერმოდელის "იდუმალი და მიუწვდომელი სილამაზე" - ტატიანა პატიცის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები

1990-იანი წლე­ბი მო­დის ინ­დუსტრი­ის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­რი­ო­დი იყო, "ოქ­როს თა­ო­ბის" სუ­პერ­მო­დე­ლე­ბის პე­რი­ო­დი. ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცი კი ამ თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი მო­დე­ლი იყო. ის 56 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია მის­მა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ.

ტა­ტი­ა­ნამ პო­პუ­ლა­რო­ბა 1990-იან წლებ­ში მო­ი­პო­ვა და ათწლე­უ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი იყო.

tatiana7-43332-1673519452.jpg

1998 წელს Vogue-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მან წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ზე ისა­უბ­რა. სუ­პერ­მო­დე­ლის თქმით, წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი ისაა, რომ სხვებს არ ჰგავს. ის 1966 წელს ჰამ­ბურ­გში და­ი­ბა­და. დედა ეს­ტო­ნე­ლი ჰყავ­და, მამა კი გერ­მა­ნე­ლი.

მალე ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად შვე­დეთ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც 17 წლის ასაკ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და 1988 წელს ტა­ტი­ა­ნა ცნო­ბილ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა, პი­ტერ ლინ­დბერ­გმა გა­და­ი­ღო და მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა ის, რა­მაც ულა­მა­ზეს გო­გო­ნას სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში კარი გა­უ­ღო.

tatianavogue-43557-1673519452.jpeg

1990 წელს გა­და­ღე­ბულ ლე­გენ­და­რულ ფო­ტო­ზე სინ­დი კრო­უ­ფორდთან, ნა­ო­მი კემ­პბელ­თან, ლინ­და ევან­გე­ლის­ტას­თან და კრის­ტი ტარ­ლინგტონ­თან ერ­თად ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ციც იყო. (გააგრძელეთ კითხვა)