რუსეთიდან გაქცეულმა ბორის გრებენშიკოვმა უკრაინულ ჯარს 12 მილიონი შესწირა - კვირის პალიტრა

რუსეთიდან გაქცეულმა ბორის გრებენშიკოვმა უკრაინულ ჯარს 12 მილიონი შესწირა

რუს­მა მუ­სი­კოს­მა, როკ-ჯგუ­ფის "აკ­ვა­რი­უ­მის“ სო­ლის­ტმა ბო­რის გრე­ბენ­ში­კოვ­მა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა, ამ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ფულს აგ­რო­ვებ­და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბო­რის გრე­ბენ­ში­კოვ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­ზეც უხე­შად ილა­პა­რა­კა და რუ­სებს "ფა­შის­ტე­ბი“ უწო­და.

გრე­ბენშჩი­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ უკ­რა­ი­ნას უკვე შეს­წი­რა 12 მი­ლი­ო­ნი (ვა­ლუ­ტა არ­ცერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი), რისი შოვ­ნაც ბერ­ლინ­ში, ბრან­დენ­ბურ­გის კა­რიბ­ჭეს­თან გა­მოს­ვლი­სას მო­ა­ხერ­ხა. მუ­სი­კოს­მა კვლავ გა­აპ­რო­ტეს­ტა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი... მისი გან­ცხა­დე­ბით, ყი­რი­მი და დონ­ბა­სი უკ­რა­ი­ნის ნა­წი­ლია. გრე­ბენშჩი­კო­ვის თქმით, ეს არის თავ­დას­ხმა მშვი­დო­ბი­ან, მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ზე.

"რუ­სე­თი ბარ­ბა­რო­სუ­ლად, ურჩხუ­ლი­ვით, უხამ­სად და­ეს­ხა თავს უკ­რა­ი­ნას. ევ­რო­პის ცენ­ტრში ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ მე­ო­რეს შე­უ­ტია. მთე­ლი სამ­ყა­რო დუმს, გან­ზე დგას და ნერ­ვი­უ­ლად ეწე­ვა...“

გრე­ბენშჩი­კოვ­მა ასე­ვე თქვა, რომ მას არ სურ­და "არას­წორ" რუ­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან არ სურს რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქონ­დეს ფა­შიზ­მთან...

"სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობთ, რომ შე­მიძ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­დეს ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ სხვა ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას? არას­დროს მყო­ლია ფა­შის­ტი მე­გობ­რე­ბი...“ - ამ­ბობს რუ­სუ­ლი როკ-მუ­სი­კის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. (წყარო)