"მოტყუებით სახლი დაკარგა და სამი თვეა ქუჩაში სძინავს" - რა ფოტოს ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი?
აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას კიდევ ერთ უმძიმეს ისტორიას უყვება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ წაიკითხოთ. წუხელ მოხუცი, ავადმყოფი ქალი ვნახეთ ქუჩაში. სულ გაყინული ამ სიცივეში უფრო ხშირად ღამით პირდაპირ გარეთ წევს ამ ყინვაში. მოტყუებით სახლი დაკარგა და სამი თვეა ქუჩაში სძინავს. მათხოვრობის სცხვენია და ასე, ბურბუშელას ჰყიდის დღისით. ღამით კი სადაც დაუღამდება, იძულებულია იქვე დაიძინოს. ერთი შვილი ჰყავდა და ისიც გარდაეცვალა.სულ ტირის და საერთოდ არავინ არ ჰყავს ამ ქალს გარეთ ვერ დავტოვებთ, აუცილებლად გაიყინება რომელიმე ღამეს.მოგვეხმარეთ რითიც შეძლებთ, მანამდე ვეცდებით სახლი ვუშოვოთ რამე. გაგვივრცელეთ ეს ამბავი,როგორც შეძლებთ.
რა თქმა უნდა ახლაც, ერთად ყველაფერი გამოგვივა. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ - ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili