აშშ-ის პირველ ლედის ოპერაცია ჩაუტარდა - რა დიაგნოზი დაუსვეს ჯილ ბაიდენს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

აშშ-ის პირველ ლედის ოპერაცია ჩაუტარდა - რა დიაგნოზი დაუსვეს ჯილ ბაიდენს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის პირ­ველ ლე­დის, ჯილ ბა­ი­დენს კან­ზე ორი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის მო­სა­ცი­ლებ­ლად ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

"საქ­მე ეხე­ბა ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვან კორ­ცი­ნო­მას, რო­მე­ლიც კა­ნის კი­ბოს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

ოპე­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ის სრუ­ლად იქნა მო­ცი­ლე­ბუ­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­დე­ნი კარგ გან­წყო­ბა­ზეა და თავს კარ­გად გრძნობს",- წერს ჯილ ბა­ი­დე­ნის ექი­მი, კე­ვინ ო'კო­ნო­რი.

ამ თვის და­სა­წყის­ში, კა­ნის კი­ბოს რუ­ტი­ნუ­ლი სკრი­ნინ­გის შემ­დეგ, ექი­მებ­მა ჯილ ბა­ი­დენს რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წი­ეს, რომ მარ­ჯვე­ნა თვა­ლის ზე­მოთ არ­სე­ბუ­ლი მცი­რე წა­მო­ნა­ზარ­დი ამო­ეკ­ვე­თა. შემ­დეგ კი გა­ირ­კვა, რომ აშშ-ის პირ­ველ ლე­დის კან­ზე სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი ჰქონ­და.

მე­ო­რე წარ­მო­ნაქ­მნი პირ­ველ ლე­დის მარ­ცხე­ნა თვა­ლის ქუ­თუ­თოს­თან ჰქონ­და. (გააგრძელეთ კითხვა)