"აჰა ბატონო! რატომ გაბრაზდა ეს გოგოო, ვინც იძახდით, მიზეზი ახსნილია" - რა დაადგინა ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"? - კვირის პალიტრა

"აჰა ბატონო! რატომ გაბრაზდა ეს გოგოო, ვინც იძახდით, მიზეზი ახსნილია" - რა დაადგინა ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"?

11 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის საბ­ჭომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა საქ­მე­ზე - "სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ეკო ფან­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ". ქარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკო ფან­გან­მა ქარ­ტი­ის მე-7 პრინ­ცი­პი და­არ­ღვია, მაგ­რამ არ და­ურ­ღვე­ვია ქარ­ტი­ის მე-10 პრინ­ცი­პი.

ყვე­ლა­ფე­რი კი ერთი სი­უ­ჟე­ტით და­ი­წყო, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის” გა­და­ცე­მა­ში „იმე­დის დღე” გა­ვი­და. სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ეკო ფან­გა­ნის სი­უ­ჟე­ტის მთა­ვა­რი გმი­რიც ის გახ­ლდათ, რის შემ­დე­გაც კვი­ნი­კა­ძემ ქარ­ტი­ას მი­მარ­თა.

სა­და­ვო მა­სა­ლის სა­თა­უ­რი გახ­ლდათ - "სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე - პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხე­უ­ლის მი­მართ თუ ჭარ­ბი წო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბა?". ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკო ფან­გან­მა სი­უ­ჟე­ტი წარ­მო­ად­გი­ნა რუბ­რი­კა­ში „სტი­ლი ეკო ფან­გან­თან ერ­თად".

ჟურ­ნა­ლის­ტი გა­და­ცე­მა­ში ამ­ბობ­და:

"ჭარბ წო­ნა­ზე ამ სა­უ­კუ­ნე­ში ძა­ლი­ან ხში­რად ვსა­უბ­რობთ, არის სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბი, ხან არის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლა ჭარბ წო­ნას­თან, თუმ­ცა ამ ბოლო დროს და­ი­წყო ასე­თი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა - love your body, შე­იყ­ვა­რე შენი სხე­უ­ლი და პი­რი­ქით გახ­და ჭარ­ბი წო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბა. მე მინ­და და­ვი­წყო ეს ამ­ბა­ვი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა­თი, ბლო­გე­რით, რო­მე­ლიც არის პლუს საიზ მო­დე­ლი, რაც ნიშ­ნავს - დიდი ზო­მის ტან­საც­მლის რეკ­ლა­მი­რე­ბას ვინც აკე­თებს, იმ ადა­მი­ა­ნებს ჰქვი­ათ. ის მოღ­ვა­წე­ობს კო­რე­ა­ში და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით, რო­გორც ჩანს, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრან­გუ­ლი მო­დუ­რი გა­მო­ცე­მის ყდა­ზე ვნა­ხეთ მისი ფო­ტო­ე­ბი... ეს არის ყდა, love your body და ხე­დავთ, ალ­ბათ, ცოტა სრუ­ლი ტა­ნის, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი იღე­ბენ ამ ფო­ტო­გა­და­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ".

● „ესეც ერ­თგვა­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა იმი­სა, რომ შე­ვიყ­ვა­როთ ჩვე­ნი თავი, რად­გან ასე­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბი დის­ნე­ის მულ­ტფილ­მებ­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, ასე­თი პუტ­კუ­ჩე­ბი მთა­ვარ როლ­ში. აქამ­დე სულ პრინ­ცე­სე­ბი, თხე­ლი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ... აი, ხე­დავთ ბი­ან­კას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უნდა ცეკ­ვა, მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გად არ აფა­სებს, სულ ეუბ­ნე­ბა ისეთ ფრა­ზებს, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს მის ნაკ­ლებს გა­რეგ­ნო­ბის - კი­სე­რი არ გი­ვარ­გა, მუ­ცე­ლი არ გი­ვარ­გა..."

● "ინ­გლი­სურ სტა­ტი­ებ­ში იყო ასე­თი ამ­ბა­ვი აღ­წე­რი­ლი, რომ, უფრო მეტ, სო­ცი­ა­ლურ ფე­ნებ­ზე იყო აქ­ცენ­ტი­რე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ ფუ­ფუ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, თით­ქოს, ხო, პი­რი­ქით არის - კარ­გად ჭამს, კარ­გად ცხოვ­რობ­სო, პი­რი­ქით ყო­ფი­ლა, იმ ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ შე­იძ­ლე­ბა დრო, სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბონ და შე­სა­ბა­მი­სად, ასე ქუ­ჩა­ში უც­ბად იღე­ბენ ასეთ საკ­ვებს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის ეს ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის სა­პი­რის­პი­რო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, პრო­პა­გან­და, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამის ნორ­მა­ლი­ზე­ბა, რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის ზე­მოთ, რად­გან ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აღიქ­ვა­მენ, ის კი არა, რომ ქმარს მოს­წონს, ქმარს და ცოლ­საც შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეთ, მაგ­რამ იმათ არ აქვთ ამის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა. სწო­რედ ვერ აღიქ­ვა­მენ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მას. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი კვლე­ვის შე­დე­გი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ აღიქ­ვამს, არ აქვს ამის დრო, უბ­რა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მსვერ­პლი, შემ­დეგ და­ი­ღუ­პოს ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში”.

● "ყვე­ლამ მარ­თლა უნდა შე­იყ­ვა­როს თა­ვი­სი თავი და სტე­რე­ო­ტი­პებს არ უნდა და­ვემ­სგავ­სოთ, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე მა­ინც შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს არ მოხ­დეს, რად­გან ჩვენ და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბიც ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი­ვე სხე­უ­ლით, აქაც ოქ­როს შუ­ა­ლე­დი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია”.

სო­ფია კვი­ნი­კა­ძე მი­იჩ­ნევ­და, რომ გა­და­ცე­მა წა­ა­ხა­ლი­სებ­და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში უკვე არ­სე­ბულ სტიგ­მას და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ გან­წყო­ბას, რომ ყო­ველ­გვარ ჭარბ წო­ნას არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა იწ­ვევს. მისი თქმით, ამას ამ­ტკი­ცებ­და გა­რე­მო­ე­ბა, რომ გა­და­ცე­მის და­სა­წყის­ში ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნებ­დნენ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ფო­ტოს, რო­მე­ლიც fast food-ს [სწრა­ფი კვე­ბა] მი­ირ­თმევს. გააგრძელეთ კითხვა