"ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია... ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს?" - რას წერს გურამ შეროზია - კვირის პალიტრა

"ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია... ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს?" - რას წერს გურამ შეროზია

"მზად ვარ მე დაგიგეგმოთ ვიზიტები, მართლა დაგეხმარებით, ემიგრანტებისთვის არასდროს დამენანება ჩემი დრო" - წერს ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში, რითაც ემიგრაციასთან დაკავიშრებულ საკითხებს ეხმაურება.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

"სულ მაინტერესებდა: აი, ის გოგო-ბიჭები, სულ სისვეცკე ბრენდები რომ აცვიათ, ძვირიან რესტორნებში ჭამენ, ახალ სახლს იშენებენ და ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია...

ფული არ აქვთ? ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და ქუთაისიდან 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს იტალიამდ ან საბერძნეთამდე?

თუ უვიზო რეჟიმი რომ გვაქვს არ ახსოვთ?

თუ სამი დღეც ვერ მოიცალეს - იმდენს მუშაობენ?

უფრო იტალია საბერძნეთზე მაქვს საუბარი თორემ ამერიკა და ა.შ. ვიცი რომ რთულია.

მართლა მაინტერესებს მიზეზი. მზად ვარ დაგაკვალიანოთ, იქნებ არ იციან იაფი პირდაპირი ფრენების შესახებ? მზად ვარ მე დაგიგეგმოთ ვიზიტები, მართლა დაგეხმარებით, ემიგრანტებისთვის არასდროს დამენანება ჩემი დრო" - წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.