"არ მჯერა, რომ ამერიკელები უკრაინაში იომებენ. რეალისტები უნდა ვიყოთ..." - რას ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ომის მიმდინარეობასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე? - კვირის პალიტრა

"არ მჯერა, რომ ამერიკელები უკრაინაში იომებენ. რეალისტები უნდა ვიყოთ..." - რას ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ომის მიმდინარეობასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე?

"დროა მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ რუ­სებს უნ­დათ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის, რო­გორც ერის გა­ნად­გუ­რე­ბა"

უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტებ­ზე არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ტომ ყოვ­ნდე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა, რამ­დე­ნად დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ აშშ ჩა­ერ­თოს ომში, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გებ­ზე, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტო­ლოგს, სი­ტუ­ა­ცი­უ­რი მო­დე­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორს, ვი­ტა­ლი ბალას ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტებ­ზე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად რუ­სე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბის და­ბომბვას. თუ მა­ნამ­დე მათი სა­მიზ­ნე უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­სის­ტე­მის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იყო, ახლა გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ ბომ­ბა­ვენ რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს. თქვენ რა ვერ­სია გაქვთ?

- რუ­სე­ბი ბომ­ბა­ვენ ყვე­ლა­ფერს, რაც შე­უძ­ლი­ათ. კარ­გია, რომ არ იყე­ნე­ბენ ფრთო­სან რა­კე­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას, ესეც გა­სა­გე­ბია. დროა მთელ­მა მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ რუ­სებს უნ­დათ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის, რო­გორც ერის გა­ნად­გუ­რე­ბა.

როცა რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ერთი ერია, ვინც ამ აზრს არ იზი­ა­რებს, მათი აზ­რით, ყვე­ლა უნდა მოკ­ვდეს. რე­ა­ლუ­რად ახლა რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გე­ნო­ცი­დით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

ახლა რუ­სე­ბი ბომ­ბა­ვენ არა სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტებს, არა­მედ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს, სა­დაც მშვი­დო­ბი­ა­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა აშშ-დან და მო­კავ­ში­რე­ე­ბი­დან იღებს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კუ­ლე­ბამ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნა იმ­დენ ია­რაღს არ იღებს, რამ­დე­ნიც სჭირ­დე­ბა. დახ­მა­რე­ბა კი იგ­ვი­ა­ნებს. კუ­ლე­ბამ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და მო­კავ­ში­რე­ებს, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მის­ცენ უკ­რა­ი­ნას ტან­კე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ტომ იგ­ვი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა?

- უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, რა თქმა უნდა, აქვს უფ­ლე­ბა აკე­თოს იმ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ეხე­ბა, მაგ­რამ, სამ­ხედ­რო ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის სა­კი­თხე­ბი მისი კომ­პე­ტენ­ცია არაა. ამ თე­მა­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ან მთა­ვარ­სარ­და­ლი პრე­ზი­დენ­ტი უნდა სა­უბ­რობ­დეს.

რა­საც კუ­ლე­ბა ამ­ბობს, სწო­რია, კუ­ლე­ბა ცდი­ლობს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვნენ სამ­ხედ­რო ია­რა­ღის მო­წო­დე­ბის სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს ის თე­მე­ბია, რო­მელ­შიც მას­ზე ბევ­რი არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- სამ­ხედ­რო დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბა­სა და რე­სურ­სე­ბის ამო­წურ­ვის ტაქ­ტი­კამ თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა. ასეა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი მზა­დაა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე იბ­რძო­ლოს, მას ამის­თვის საკ­მა­რი­სად აქვს რე­სურ­სე­ბი, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი. მა­თი­ვე აზ­რით, უკ­რა­ი­ნის მო­კავ­ში­რე­ებ­მა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სე­ბი სამ­ხედ­რო ია­რა­ღის უწყვე­ტად წარ­მო­ე­ბა­ზე უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ. თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, მო­იქ­ცე­ვი­ან კი ასე უკ­რა­ი­ნის მო­კავ­ში­რე-პარტნი­ო­რები?

- პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა კარ­გა ხნის წინ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სე­ბი გა­და­ეყ­ვა­ნათ სამ­ხედ­რო ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბის უწყვეტ რე­ჟიმ­ზე. ეს ეხე­ბა პირ­ველ რიგ­ში აშშ-სა და ბრი­ტა­ნეთს.

ვთვლი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა. რუ­სე­თი ძა­ლი­ან დიდი ქვე­ყა­ნაა, მას შე­უძ­ლია სამ­ხედ­რო ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ხედ­ვით უკ­რა­ი­ნა­ზე 3-ჯერ დიდი ქვე­ყა­ნაა.

გა­სა­გე­ბია, რომ უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლო არაა, სა­დაც რუ­სებს შე­ეძ­ლოთ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის სწრა­ფად და­კა­ვე­ბა, მაგ­რამ, ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ხედ­ვით რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ზე დი­დია, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნის და­პყრო­ბა.

რუ­სე­თის რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ იმ ტი­პის მტკი­ცე­ბე­ბის, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გვაქვს. მით უმე­ტეს, რუ­სებ­მა გა­და­წყვი­ტეს კი­დევ 500 ათა­სი ჯა­რის­კა­ცის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ­გვა­რი ვი­თა­რე­ბა ჩვენ­თვის სა­ხარ­ბი­ე­ლო ნამ­დვი­ლად არაა.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხედ­რო ია­რა­ღის უკ­რა­ი­ნის­თვის მი­წო­დე­ბას, ცხა­დია, რომ უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად და რამ­დენ ია­რაღს მი­აწ­ვდის უკ­რა­ი­ნას პირ­ველ რიგ­ში აშშ და ბრი­ტა­ნე­თი. ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან რამ­დე­ნიც შე­უძ­ლი­ათ. უკვე ვი­ცით, რომ უკ­რა­ი­ნას ტან­კებს მი­აწ­ვდი­ან პო­ლო­ნე­თი, ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია და ნა­ტოს სხვა ქვეყ­ნე­ბი.

- გა­სულ კვი­რას "ნიუ-იორკ ტა­იმსში“ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც ხელს აწერ­დნენ აშშ-ს ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი და რო­ბერტ გე­იტ­სი. მათი აზ­რით, რუ­სეთ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს თა­ვის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად აშშ მზად უნდა იყოს რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ის­თვის. თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით აშშ წავა რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ზე? ანუ აშშ ჩა­ერ­თვე­ბა ომში?

- აშშ-ს კონ­გრეს­ში გა­მოს­ვლი­სას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, - "ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა, რომ ამე­რი­კელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა იო­მონ უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომში. მოგ­ვა­წო­დეთ ია­რა­ღი და ჩვენ თა­ვად გა­ვა­კე­თებთ, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია.“

არ მჯე­რა, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იო­მე­ბენ. რე­ა­ლის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ - ჩემი აზ­რით, უკ­რა­ი­ნას საკ­მა­რი­სად აქვს მო­ტი­ვა­ცია და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი, რომ და­იც­ვას თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა. წაიკითხეთ სტატია სრულად