როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

დე­და­ქა­ლაქ­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, 14 იან­ვრი­დან, უმე­ტე­სად, უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქა­რის სიჩ­ქა­რე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რე­გი­ონ­ში და­იკ­ლებს, ხოლო თოვა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 იან­ვრის შემ­დეგ შე­წყდე­ბა.

"13 -14 იან­ვარს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უნა­ლე­ქო და ქა­რი­ა­ნი ამინ­დი. ქა­რის სიჩ­ქა­რე ნელ-ნელა იკ­ლებს და აღარ იქ­ნე­ბა გრი­გა­ლის კა­ტე­გო­რი­ის, რო­მე­ლიც ბოლო სამი დღე ფიქ­სირ­დე­ბო­და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რე­გი­ონ­ში.

15 იან­ვრი­დან ქარი ჩად­გე­ბა და 20 იან­ვრამ­დე უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში +11, +16 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 იან­ვრის დი­ლამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ცივი, ღრუბ­ლი­ა­ნი, ნის­ლი­ა­ნი და ზო­გან, თოვ­ლი­ა­ნი ამინ­დი. შემ­დგომ­ში, 20 იან­ვრამ­დე უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. 17 იან­ვრამ­დე ღა­მის სა­ა­თებ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა ყინ­ვა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ბარ­ში ღა­მით -4, -9 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. 17 იან­ვრი­დან ყინ­ვა შე­სუს­ტდე­ბა, დღის ტემ­პე­რა­ტუ­რაც +4, +9 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

თბი­ლის­ში 14 იან­ვრის დი­ლამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ცივი, ღრუბ­ლი­ა­ნი, ნის­ლი­ა­ნი და თოვ­ლი­ა­ნი ამინ­დი. 20 იან­ვრამ­დე კი უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ღა­მის სა­ა­თებ­ში -3, -5 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა, დღი­სით კი +7, +9 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს”, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.