"ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მიმავალ ავტომობილს დაეცა" - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც ლანჩხუთში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მიმავალ ავტომობილს დაეცა" - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც ლანჩხუთში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ძლი­ერ ქარს ლან­ჩხუთ­ში ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მუხ­რან ბე­რი­ძეა. მას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩა.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, შემ­თხვე­ვა სამ­ტრე­დია-გრი­გო­ლე­თის მა­გის­ტრალ­ზე მოხ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­მა ხე მოგ­ლი­ჯა და მი­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ცა, რის შე­დე­გად მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"ლან­ჩხუთ­ში კვლავ ძლი­ე­რი ქა­რია. გვაქვს ძა­ლი­ან ცუდი შემ­თხვე­ვა. სამ­ტრე­დია-გრი­გო­ლე­თის მა­გის­ტრალ­ზე, კერ­ძოდ, სო­ფელ ლე­სა­ში მოძ­რავ ავ­ტო­მან­ქა­ნას ქა­რის­გან მოგ­ლე­ჯი­ლი ხე და­ე­ცა. ავ­ტო­მო­ბი­ლი ბა­თუ­მი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდა კაცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა”,- აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვილ­მა.