"არც მჯერა, ბებო ქუჩაში აღარ დაიძინებს...მთელი სიცოცხლე ექნება თბილი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი სასიამოვნო სიახლის შესახებ წერს - კვირის პალიტრა

"არც მჯერა, ბებო ქუჩაში აღარ დაიძინებს...მთელი სიცოცხლე ექნება თბილი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი სასიამოვნო სიახლის შესახებ წერს

"აღარ იდარდოთ, ბებო სახლში დაფუსფუსებს... ახალი წლის ღამეს, ყველაზე დიდი სასწაულები ხდება" - წერს სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უსახლკარო პირი, რომელიც ღამეებს ქუჩაში ათენებდა, ამიერიდან ღია ცის ქვეშ აღარ გაათენებს და ექნება თბილი სახლი.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

"ახალი წლის ღამეს, ყველაზე უფრო დიდი სასწაულები ხდება. არც მჯერა, ბებო ქუჩაში არასოდეს აღარ დაიძინებს.

მთელი სიცოცხლე ექნება თბილი სახლი, საჭმელი, ტანსაცმელი.

იმკურნალებს კლინიკაში და ჯანმრთელი იქნება. სამოცდაათი წლის ასაკში იგრძნო მთელი ქვეყნის ადამიანების მხარდაჭერა და კეთილი სურვილები.

არც სჯერა ჯერ, სულ ტირის და გვაბღავლებს ჩვენც. კეთილი ამბები ყოველთვის ბედნიერად მთავრდება.

აღარ იდარდოთ, ბებო სახლში დაფუსფუსებს.

როგორ მიყვარხართ, ვერც ვწერ. დიდი მადლობა ადამიანებო, ძალიან დიდი მადლობა.

თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ, გულით ინატრეთ ამ ჯადოსნურ ღამეს და ყველაფერი აგიხდებათ.

#სიკეთე გადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.