"კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია... გეგონება მარჯვენა ფეხით არტყამს და ამ დროს..." - რა თქვა სპალეტიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია... გეგონება მარჯვენა ფეხით არტყამს და ამ დროს..." - რა თქვა სპალეტიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ?

გუ­შინ სე­რია A-ს მე-18 ტუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი მატ­ჩი ნე­ა­პოლ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს იტა­ლი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­დე­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ - ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლიმ" "იუ­ვენ­ტუსს" უმას­პინ­ძლა და გა­ი­მარ­ჯვა, ან­გა­რი­შით: 5:1.

მას­პინ­ძელ­თა გუნ­დის ქარ­თველ­მა გა­რე­მარბმა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ თა­მა­ში ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ი­წყო და უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა მატ­ჩის ბე­დის წარ­მარ­თვა­ში.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ მატ­ჩის შემ­დეგ კრი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­მაც ტრავ­მის შემ­დეგ მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბი­სა და 2 რთუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი არ და­ი­შუ­რეს, ხვი­ჩას თა­ო­ბა­ზე გა­მოთ­ქმუ­ლი სკეპ­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის უკან წა­ღე­ბა მო­უ­წევთ. ქარ­თვე­ლი ძვე­ლე­ბუ­რად ათა­მაშ­და და "ნა­პო­ლის" თა­მა­შის ხა­რის­ხიც გა­უმ­ჯო­ბეს­და. სპა­ლე­ტიმ ხვი­ჩა 87-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლა, კვა­რა­ცხე­ლია მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ფეხ­ზე წა­მომ­დგარ­მა, ტა­შით გა­ა­ცი­ლა...

kvara2-1673680760.jpg

"იუ­ვენ­ტუ­სის" 5:1 და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, კო­მენ­ტა­რი "ნა­პო­ლის" მწვრთნელ­მა ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტიმ გა­ა­კე­თა:

"ჩემ­მა გუნ­დმა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მატ­ჩი ძა­ლი­ან მა­ღალ ტემპში ჩა­ა­ტა­რა. ეს ისაა, რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ. დი­დე­ბუ­ლი სა­ღა­მოა, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მაგ­რად დაგ­ვი­ჭი­რეს მხა­რი და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ამი­სათ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს. სწო­რად ვმოქ­მე­დებ­დით, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც გოლი გა­ვუშ­ვით და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე თა­მაშ­ში დაბ­რუნ­და.

ოსი­მე­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცია ბო­ლომ­დე არ მო­უხ­დე­ნია. ის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია. კვა­რა­ცხე­ლი­ას მსოფ­ლი­ოს კლა­სის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ტექ­ნი­კა გა­აჩ­ნია, სა­გო­ლე ალღო, ბურ­თის მე­კა­რის­თვის ყვე­ლა­ზე ძნე­ლად ასა­ღებ კუ­თხე­ში გა­დაგ­ზავ­ნა ეხერ­ხე­ბა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად