ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩავარდა: ორივე ადგილზე დაიღუპა - კვირის პალიტრა

ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩავარდა: ორივე ადგილზე დაიღუპა

ვაზისუბანში ქალი და მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს.

„მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარია. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.