სოფელ ზეისტეჩოს ბოლო ადგილობრივი, მიქაელ არაბული, იგივე „მიხა პაპა“ გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სოფელ ზეისტეჩოს ბოლო ადგილობრივი, მიქაელ არაბული, იგივე „მიხა პაპა“ გარდაიცვალა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეისტეჩოს ბოლო ადგილობრივი, მიქაელ არაბული, იგივე „მიხა პაპა“ გარდაიცვალა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილს ჯერ სიონის საკათედრო ტაძარში, შემდეგ კი ხევსურეთში გადაასვენებენ.

„ა.წ. 14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, „მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა.

იგი დღეს 16:00 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც, საღამოს ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.

15 იანვარს კი, კვირას, მის ცხედარს დილის 8:00 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში.

თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.