"მიჭირს იმ რეალობის მიღება, რომლის წინაშეც დავდექით" - 35 წლის ქართველი, რომელსაც ამერიკაში 11 იანვრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"მიჭირს იმ რეალობის მიღება, რომლის წინაშეც დავდექით" - 35 წლის ქართველი, რომელსაც ამერიკაში 11 იანვრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ქარ­თველ თორ­ნი­კე კვა­რა­ცხე­ლია და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 35 წლის ზუგ­დი­დე­ლი მა­მა­კა­ცი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ იმ­სხვერ­პლა. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია ის, რომ მას მე­გობ­რე­ბი 11 იან­ვრი­დან ეძებ­დნენ.

"შენ­თან სიკ­ვდი­ლი სა­ი­დან მო­ვი­და თო­რი­კო? შენ­ზე წარ­სულ­ში რო­გორ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ? გული, სული, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა და მი­ჭირს იმ რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლის წი­ნა­შეც დავ­დე­ქით, წახ­ვე­დი და თან გა­ი­ყო­ლე მთე­ლი ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა და უდარ­დე­ლი წლე­ბი, რო­მე­ლიც ასე კარ­გად სწო­რედ შენს გამო მახ­სენ­დე­ბა, სწო­რედ შენ ხდი­დი ყვე­ლა დღეს პო­ზი­ტი­ურს და სა­ხა­ლი­სოს, შენ გვი­ფე­რა­დებ­დი ყვე­ლა დღეს სკო­ლა­ში. რამ­დე­ნი ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბა გვა­კავ­ში­რებს, თო­რი­კო, რამ­დე­ნი­იი, რო­გორ მე­ნა­ნე­ბი, რო­გორ" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბი.