"რუსებმა ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი" - კვირის პალიტრა

"რუსებმა ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი"

რუსებმა ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

„საშინელი ამბები დნიპროდან. მრავალსართულიან სახლს დაარტყეს”, - წერს ტიმოშენკო „ტელეგრამის“ პირად გვერდზე.

მოგვიანებით მან დაამატა: „უბრალოდ არაადამიანები, არ არის როგორც მინიმუმ ერთი შესასვლელი, ნანგრევების ქვეშ ხალხია, რომლებიც სადღესასწაულო დღეს სახლში იყვნენ. საგანგებო სიტუაციებისა და ქალაქის ყველა სამსახური ადგილზეა“.

ცნობისთვის, 14 იანვარს დილით კიევში რამდენიმე აფეთქება გაისმა. ამის შემდეგ კიევსა და ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. საჰაერო განგაში მთელი უკრაინის მასშტაბით გრძელდება.