ვინ არიან ვაზისუბანში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - "მცირეწლოვანი შვილი დარჩათ... აქ 3 წლის წინ გადმოვიდნენ" - კვირის პალიტრა

ვინ არიან ვაზისუბანში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - "მცირეწლოვანი შვილი დარჩათ... აქ 3 წლის წინ გადმოვიდნენ"

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ვა­ზი­სუ­ბან­ში, სა­დაც ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად ახალ­გაზ­რე­და ცოლ-ქმა­რი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ლიფ­ტი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა, კარი ისე გა­იხ­სნა, რომ ლიფ­ტის კა­ბი­ნა იმ სარ­თულ­ზე არ იყო. მა­მა­კა­ცი შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და, მის დახ­მა­რე­ბას მე­უღ­ლე ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ლიფ­ტი და­იძ­რა და ორი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 35 წლამ­დე ასა­კის ცოლ-ქმა­რი სარ­ქი­სო­ვი არ­მე­ნი და ვოს­კა­ნი­ა­ნი არ­მი­ნე არი­ან. მათ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი დარ­ჩათ.

საკ­რე­ბუ­ლო­ში ის­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო დე­პუ­ტა­ტის, კახა ლა­ბუ­ჩი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვა­ზი­სუ­ბან­ში, სა­დაც ლიფ­ტის შახ­ტა­ში ცოლ-ქმა­რი და­ი­ღუ­პა, შემ­თხვე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ლიფ­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო მოხ­და.

"ჩვენ გვაქვს ის ინ­ფორ­მა­ცია რაც მოხ­და. დიდი ტრა­გე­დი­აა, და­ი­ღუ­პა ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც მალე დას­რულ­დე­ბა და ზუსტ მი­ზეზს გვე­ტყვის. არ ვიცი, ლიფ­ტი მწყობ­რი­დან იყო თუ არა გა­მო­სუ­ლი. ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოხ­და ლიფ­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო. ის, ინ­ფორ­მა­ცია რაც ვრცელ­დე­ბა, რომ თით­ქოს ლიფტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გამ­გე­ო­ბას მი­მარ­თეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და გამ­გე­ო­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა არ იყო, ტყუ­ი­ლია. აქ ოთხი სა­დარ­ბა­ზოა და ამ კორ­პუ­სი­დან არ­ცერ­თი ლიფ­ტის შე­კე­თე­ბა­ზე, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა არ ყო­ფი­ლა”, - აცხა­დებს კახა ლა­ბუ­ჩი­ძე. (გააგრძელეთ კითხვა)