"როგორც ვიცით, ტრაგედია მათი 5 წლის შვილის თვალწინ მოხდა... ახალი წლის აღსანიშნავად სტუმრად მიდიოდნენ სხვა ოჯახში" - უბედური შემთხვევის დეტალები - კვირის პალიტრა

"როგორც ვიცით, ტრაგედია მათი 5 წლის შვილის თვალწინ მოხდა... ახალი წლის აღსანიშნავად სტუმრად მიდიოდნენ სხვა ოჯახში" - უბედური შემთხვევის დეტალები

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა თბი­ლის­ში, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ. ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად ახალ­გაზ­რე­და ცოლ-ქმა­რი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ლიფ­ტი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა, კარი ისე გა­იხ­სნა, რომ ლიფ­ტის კა­ბი­ნა იმ სარ­თულ­ზე არ იყო. მა­მა­კა­ცი შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და, მის დახ­მა­რე­ბას მე­უღ­ლე ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ლიფ­ტი და­იძ­რა და ორი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის და ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­დის თვალ­წინ მოხ­და. სწო­რედ მათ მი­მარ­თეს მომ­ხდა­რის შემ­დეგ და­სახ­მა­რებ­ლად მე­ზო­ბელს. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ოჯა­ხი ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სტუ­რად მი­დი­ო­და, რა დრო­საც ტრა­გე­დია მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის ცხედ­რე­ბი პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი წლამ­დე ასა­კის ცოლ-ქმა­რი 36 წლის სარ­ქი­სო­ვი არ­მე­ნი და 32 წლის ვოს­კა­ნი­ა­ნი არ­მი­ნე არი­ან.

ის­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის, ნიკა ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, უბე­დურ შემ­თხვე­ვას ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ლიფ­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გამ­გე­ო­ბის­თვის მი­მარ­თუ­ლი არ ჰქო­ნია.

ელი­საშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით­ვე, კორ­პუ­სის „ამ­ხა­ნა­გო­ბის­გან“გამ­გე­ო­ბა­ში ბოლო გან­ცხა­დე­ბა 2021 წელს არის შე­სუ­ლი, სა­დაც ლიფ­ტი არც კი არის ნახ­სე­ნე­ბი. (წაიკითხეთ ვრცლად)