"შეპირებული იყო ბატონი ბადრი..." - ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებმა გუშინდელი გამარჯვება ქართველებთან ერთად აღნიშნეს: რა ფოტოები ვრცელდება ნეაპოლიდან - კვირის პალიტრა

"შეპირებული იყო ბატონი ბადრი..." - ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებმა გუშინდელი გამარჯვება ქართველებთან ერთად აღნიშნეს: რა ფოტოები ვრცელდება ნეაპოლიდან

დათო ლიკ­ლი­კა­ძე, რო­მე­ლიც სხვა ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ნე­ა­პოლ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­გუ­ლ­ჭა­მეტ­კივ­როდ ჩა­ვი­და, ფეხ­ბურ­თე­ლის მშობ­ლებ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, წარ­წე­რით:

"ბად­რი და მაკა კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბი, ხვი­ჩას მშობ­ლე­ბი. სას­ტუმ­რო "პარ­კე­რის" ტე­რა­სა­ზე აღ­ვნიშ­ნავთ კვა­რას გუ­შინ­დელ გა­მარ­ჯვე­ბას. შე­პი­რე­ბუ­ლი იყო ბა­ტო­ნი ბად­რი, თუ ნა­პო­ლი მო­ი­გებ­და ვახ­შამ­ზე დამ­პა­ტი­ჟებ­და. ასეც მოხ­და!" - წერს ლიკ­ლი­კა­ძე.

ასე­ვე კვა­რა­ცხე­ლი­ას მშობ­ლებ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძეც:

"შე­უ­ფა­სე­ბე­ლი სა­ჩუ­ქა­რი ხვი­ჩას მშო­ბე­ბის­გან" - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. რო­გორც ჩანს მან სა­ჩუქ­რად "კვა­რას" მა­ი­სუ­რი მი­ი­ღო.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სე­რია A-ს მე-18 ტუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი მატ­ჩი ნე­ა­პოლ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს იტა­ლი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­დე­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ - ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლიმ" "იუ­ვენ­ტუსს" უმას­პინ­ძლა და გა­ი­მარ­ჯვა, ან­გა­რი­შით: 5:1.

მას­პინ­ძელ­თა გუნ­დის ქარ­თველ­მა გა­რე­მარბმა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ თა­მა­ში ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ი­წყო და უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა მატ­ჩის ბე­დის წარ­მარ­თვა­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ მატ­ჩის შემ­დეგ კრი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­მაც ტრავ­მის შემ­დეგ მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბი­სა და 2 რთუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი არ და­ი­შუ­რეს, ხვი­ჩას თა­ო­ბა­ზე გა­მოთ­ქმუ­ლი სკეპ­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის უკან წა­ღე­ბა მო­უ­წევთ.

ქარ­თვე­ლი ძვე­ლე­ბუ­რად ათა­მაშ­და და "ნა­პო­ლის" თა­მა­შის ხა­რის­ხიც გა­უმ­ჯო­ბეს­და. სპა­ლე­ტიმ ხვი­ჩა 87-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლა, კვა­რა­ცხე­ლია მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ფეხ­ზე წა­მომ­დგარ­მა, ტა­შით გა­ა­ცი­ლა..."იუ­ვენ­ტუს­თან" მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო Whoscored-მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ფეხ­ბურ­თე­ლად და­ა­სა­ხე­ლა. (წყარო)