"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ყველგან, სადაც მიდის, ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ყველგან, სადაც მიდის, ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს"

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ყველგან, სადაც მიდის, მას ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ტვიტერზე“ განაცხადა.

ლიეტუვის ლიდერი უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის დრო მოვა.

"სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს, საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმებს არასოდეს იქნება ნაპატიები და დავიწყებული. პასუხისმგებლობის დრო მოვა. ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას!“, - განაცხადა ნაუსედამ.

"ინტერპრესნიუსი"