რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალა აფეთქდა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალა აფეთქდა - არიან დაშავებულები

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, აფეთქების შედეგად ათი რუსი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბრძოლო მასალის აფეთქება კულტურის სახლში მოხდა.

მიმდებარე სახლებიდან 15 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"