"ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო" - კვირის პალიტრა

"ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო"

ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო,- ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, დიდია ბუბა კიკაბიძის დამსახურება კინემატოგრაფიაში, ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში.

„იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა.

ვიზიარებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის, მისი მეგობრების, ქართული კულტურის წარმომადგენელთა გულისტკივილს” , - წერს კალაძე.