"შენობის პიკეტირება მოაწყვეს, უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია... " - ყვარელში ჩასულ ლევან ბერძენიშვილს საჯარო ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს - კვირის პალიტრა

"შენობის პიკეტირება მოაწყვეს, უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია... " - ყვარელში ჩასულ ლევან ბერძენიშვილს საჯარო ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი" პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ, ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ზე კა­ხე­ლე­ბის ნა­წი­ლი ისევ სას­ტი­კად გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. მას დღეს "ყვარ­ლის ევ­როკ­ლუბ­ში" ყვა­რე­ლე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ჯა­რო ლექ­ცია უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა თე­მა­ზე "ილია ჩვე­ნი ვრო­პე­ლი მამა", თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

რო­გორც ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გუ­რი­ნი წერს, ხალ­ხმა შე­ნო­ბის შე­სას­ვლლის პი­კე­ტი­რე­ბა მო­ა­წყო, რის გა­მოც შეხ­ვედ­რის ორ­გან­ზა­ტო­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ლექ­ცია გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ.

"ყვა­რელ­ში ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გვყავ­და მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ცენ­ტრში. პი­კე­ტი­რე­ბა მოგ­ვი­წყეს ჩა­მოყ­ვა­ნი­ლებ­მა სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნე­ბი­დან, რის გა­მოც უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით შეხ­ვედ­რის გა­უქ­მე­ბა მოგ­ვი­წია. შე­ნო­ბა­ში ბევ­რი ბავ­შვი ელო­და შეხ­ვედ­რას. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი ჩვენს სივ­რცემ­დე ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვიყ­ვა­ნეთ, რად­გან ჩა­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ ყვე­ლა შე­მო­სას­ვლე­ლი. აი, აქამ­დე მი­ვე­დით ამ ქვე­ყა­ნა­ში." - წერს გუ­რი­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ხე­ლე­ბის ნა­წი­ლის გუ­ლის­წყრო­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მიერ მეფე ერეკ­ლე მე­ო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ­მა მო­საზ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, - ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინ­და­თო?.." - თქვა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­სულ წელს.

ამის შემ­დეგ, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თე­ლავ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც კი გა­ი­მარ­თა. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და ბერ­ძე­ნიშ­ვილს "ენის და­მოკ­ლე­ბის­კენ" მო­უ­წო­დეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თე­ლა­ვე­ლე­ბის ნა­წილ­მა მათ ქა­ლაქ­ში სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­სუ­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე და ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა­ში არ შე­უშ­ვეს. ბუ­ღა­ძემ მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი მათ­გან ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის "დაგ­მო­ბას" მო­ი­თხოვ­დნენ.

Ambebi.ge