ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ - სად გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი? - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ - სად გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი?

ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები ქაშვეთის ეკლესიაში სამშაბათსა და ოთხშაბათს (17 - 18 იანვარს) გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი პროდიუსერი რატი აბზიანიძე ავრცელებს.

გამოსვენება კი ხუთშაბათს, 19 იანვარს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მოხდება.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.