სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე: რა მოხდა ოქტომბერში? (ფოტოები) - კვირის პალიტრა

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე: რა მოხდა ოქტომბერში? (ფოტოები)

სოფი ლო­რე­ნის ქარ­თვე­ლი სარ­ძლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად ქარ­თულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რის, 54 წლის კარ­ლო პონ­ტი­სა და ზუმ­ბას მო­ცეკ­ვა­ვის, ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რის, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლის რო­მან­ზე უამ­რა­ვი და­ი­წე­რა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია თით­ქმის ორ წელს ით­ვლის. რო­მა­ნი 2021 წლის 14 მარტს მა­რი­ა­მის ფო­ტო­ზე მი­წე­რი­ლი კომ­პლი­მენ­ტით და­ი­წყო.

კარ­ლო პონ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად 2016 წელს, ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს, ნინო სურ­გუ­ლა­ძის მოწ­ვე­ვით ეს­ტუმ­რა. მა­შინ ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უცხო ქვე­ყა­ნა­ში საყ­ვა­რელ ქალს იპო­ვი­და და ხში­რად მო­უ­წევ­და ჩა­მოს­ვლა.

მარ­თა­ლია, წყვი­ლი მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობს, მაგ­რამ რო­გორც კარ­ლო, ისე მა­რი­ა­მი ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. მა­გა­ლი­თად მა­რი­ა­მის "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ფო­ტო­ზე პონ­ტი წერს, - "ჩემო სულო, ჩემო მე­გო­ბა­რო და ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო... სა­მუ­და­მოდ და ყო­ველ­თვის".

კარ­ლო პონ­ტი უმ­ცროს­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­სუ­ლი წლის 15 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­რი­ა­მის ფოტო მი­ნა­წე­რით: "ვგიჟ­დე­ბი ჩემს უდი­დეს სიყ­ვა­რულ­ზე, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილ­ზე - ქარ­თვე­ლი მე­რი­ლინ მონ­რო. სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სოა!"

კარ­ლო პონ­ტი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო უნ­გრელ ქალ ან­დრეა მე­ზა­რო­სი­ზე. მათი ქორ­წი­ლი 2004 წლის 18 სექ­ტემ­ბერს შედ­გა. ჰყავთ 2 შვი­ლი - ვი­ტო­რიო და ბე­ატ­რის ლარა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო მა­რი­ა­მიც. ფო­ტო­ებ­ზე, რო­მელ­საც წყვი­ლი ავ­რცე­ლებს, მა­რი­ა­მის ვა­ჟიც ჩანს.პონ­ტი ახ­ლაც სა­ქარ­თვე­ლო­შია და საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებს.

სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა არა­ფე­რი წე­რია უცხო­ურ მე­დი­ა­ში. ასე­ვე ვერ ნა­ხავთ ინ­ფორ­მა­ცი­ას კარ­ლო პონ­ტი­სა და მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ რო­გორც ერთ-ერთი უნ­გრუ­ლი სა­ი­ტი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, ეჭ­ვე­ბი წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, მე­დი­ას ოქ­ტომ­ბერ­ში გა­უჩ­ნდა.

რა მოხ­და გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში?"ექ­ვსი წლის შემ­დეგ, სოფი ლო­რე­ნის უნ­გრე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი კვლავ ვნა­ხე“, - ასე­თი სა­თა­უ­რით სტა­ტია ერთ-ერთ უნ­გრულ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები