სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებული გახდა და ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა - კვირის პალიტრა

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებული გახდა და ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

სან­დრო ბა­ზა­ძე ტუ­ნი­სის გრან პრის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ბა­ზა­ძე მსოფ­ლი­ოს N1 ხმლით მო­ფა­რი­კა­ვეა! ფა­რი­კა­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ ტუ­ნი­სის გრან პრის შემ­დეგ, რე­ი­ტინ­გი გა­ნა­ახ­ლა და სან­დრო ბა­ზა­ძე 233 ქუ­ლით პირ­ველ ად­გილ­ზეა. სან­დრო 7 ქუ­ლით უს­წრებს, სამ­გზის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ, უნ­გრელ არონ სი­ლა­გის.

ზე­დი­ზედ მე­ო­რე წე­ლია სან­დრო ბა­ზა­ძე წელს ოქ­როს მედ­ლით იწყებს! ზუს­ტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 16 იან­ვარს სან­დრო თბი­ლი­სის მსოფ­ლიო თა­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და!