"ხალხის ძალა“ ფეიკრუსული პარტიაა, რომელიც პრორუსი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობს"
"ხალხის ძალა“ ფეიკრუსული პარტიაა, რომელიც „ალტ-ინფოსა“ და სხვა მსგავსი პარტიების კუთვნილი, პრორუსი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას შეფასებით, „ხალხის ძალას“ პრორუს ამომრჩეველზე მუშაობა არ გამოუვა.
"ამ ადამიანებს მიზანი ანტიევროპული განცხადებების კეთებაა, მაგრამ მგონია, რომ წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ, რადგან თავისი შინაარსით პრორუსები და ანტიამერიკულები არ არიან, არც სოზარ სუბარი, არც დიმიტრი ხუნდაძე და არც მიხეილ ყაველაშვილი. ამიტომ, პრორუს ამომრჩეველზე მუშაობა არ გამოუვათ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
IPN