ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვ­რო­პუ­ლი კი­ნოს 1950 -60-იანი წლე­ბის იტა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­და 95 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა.

ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­დას ხში­რად ახა­სი­ა­თებ­დნენ, რო­გორც"მსოფ­ლი­ო­ში უმ­შვე­ნი­ე­რეს ქალს“. ის ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პულ და ამე­რი­კულ ფილ­მებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და უთა­მა­შია ისეთ ლე­გენ­და­რულ ვარ­სკვლა­ვებ­თან, რო­გო­რი­ცაა ჰამფრი ბო­გარ­ტი, ფრენკ სი­ნატ­რა, როკ ჰადსო­ნი და ეროლ ფლი­ნი. ჯი­ნას მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბა ფილმ Beat the Devil-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ ხვდა წი­ლად. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია მისი ეს­მე­რალ­და "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში" და ადე­ლი­ნა "ფან­ფან ტი­ტა­ში"...

1960-იან წლებ­ში ლო­ლობ­რი­ჯი­დამ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას ფო­ტოგ­რა­ფია, შემ­დგომ კი პო­ლი­ტი­კაც კი ამ­ჯო­ბი­ნა. ის 1999 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჯი­ნამ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შიც სცა­და ბედი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უც კი აქვს ჩა­წე­რი­ლი კუ­ბის ლი­დერ ფი­დელ კას­ტროს­თან.

ჯინა ავე­ჯის ხე­ლოს­ნის შვი­ლი იყო. მან თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლე­ბი მო­დე­ლო­ბით და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ვლო.1947 წელს, ლო­ლობ­რი­ჯი­დამ, "მის იტა­ლი­ის“ კონ­კურ­სში მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ასე­ვე, ჯინა სამ­ჯერ იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი "ოქ­როს გლო­ბუს­ზე" და ერთხელ ჯილ­დოც მო­ი­პო­ვა.

ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­დას ერთი ვაჟი და შვი­ლიშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი დარ­ჩა.

იხილეთ ფოტოები ambebi.ge-ზე