"ბევრმა დამირეკეთ ამ ამბავზე, დღეს ვიყავით ჩასული" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი უჯარმაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?
29 დეკემბერს, საგარეჯოში 3 თვის ჩვილი დაიღუპა. დილით, როდესაც მისმა დედამ შვილის სუნთქვა ვეღარ იგრძნო, მასაც გული გაუსკდა და ადგილზე დაიღუპა. აღნიშნულ სამწუხარო ფაქტს მალევე მოჰყვა საზოგადოების გამოხმაურება და ადამიანებმა ოჯახის დახმარება გადაწყვიტეს.
როგორც აკა სინჯიკაშვილი "ფეისბუქზე" წერს, უჯარმაში ჩავიდნენ და ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინეს:
"ბევრმა დამირეკეთ ამ ამბავზე, ალბათ ყველამ ნახეთ და დღეს ვიყავით ჩასული უჯარმაში.მოყოლა არ უნდა, ისეთი საშინელი ამბავია დატრიალებული შეგროვება არ დასჭირდა, ისედაც გვქონდა საკმარისი ფული და უბრალოდ გეტყვით ამბავს.ობლად დარჩენილ ბავშვებს ყველაფერი ჩავუტანეთ, რაც სჭირდებათ.ზაფხულამდე სამყოფი პროდუქტები, საოჯახო ტექნიკა, ერთი წლის გადასახადები, გამათბობელი. ექნებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სათამაშოები და წიგნები.ბავშვების სახელზე ოჯახს გადავეცით 5000 ლარი, საჭიროებებისთვის.ბებოს ჩამოვიყვანთ კლინიკაში და ექიმი გასინჯავს.ამხელა ტრაგედიას არაფერი ეშველება, მაგრამ ყველამ ერთად შევუმსუბუქეთ ცხოვრება.მადლობა ყველას, ყურადღებისთვის და ობლების გვერდით დგომისთვის", - წერს სინჯიკაშვილი.