"მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო" - კვირის პალიტრა

"მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო"

მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში.

„ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.