"მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლოს ჩაერთოს" - რას ამბობს შვილის მდგომარეობაზე გიული ალასანია? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლოს ჩაერთოს" - რას ამბობს შვილის მდგომარეობაზე გიული ალასანია?

გიული ალასანიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალ ჩანინშულ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ მედიას „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განუცხადა, ის მზად, არის სასამართლოს "ჩაერთოს“.

"სასამართლოსთან დაკავშირებით, მზად არის, რომ ჩაერთოს.. ამბობს, რომ მზად არის. ჩემი აზრია, რომ ჯანმრთელობა არ აძლევს მას ამის შესაძლებლობას. არ ვიცი, ექიმების აზრი იქნება გადამწყვეტი, რა თქმა უნდა“ , - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის "ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობაა“.

"წონის კლება ისევ გრძელდება. სიცხე მერამდენე თვეა აქვს რეგულარულად“, - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 17 იანვარს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"