უკრაინამ ალექსანდრე ორჯონიკიძესა და შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა - კვირის პალიტრა

უკრაინამ ალექსანდრე ორჯონიკიძესა და შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა

უკ­რა­ი­ნის მიერ სან­ქცი­რე­ბულ რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის და უკ­რა­ი­ნის 198 მო­ქა­ლა­ქეს შო­რის არი­ან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ბიზ­ნეს­მე­ნი ალექ­სან­დრე ორ­ჯო­ნი­კი­ძე და "კავ­კა­სი­ის ის­ლა­მუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, შოთა აფხა­ი­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ 15 იან­ვარს ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებს აწე­სებს 198 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

სი­ა­ში, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს წი­ნა­და­დე­ბით, მოხ­ვდნენ რუსი და უკ­რა­ი­ნე­ლი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი, უმაღ­ლე­სი რა­დას ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, ბლო­გე­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მათ შო­რის რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ­ხე­ბი.

სან­ქცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არი­ან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ალექ­სან­დრე ორ­ჯო­ნი­კი­ძე და ასე­ვე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე შოთა აფხა­ი­ძე.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია და ძა­ლა­ში შე­ვი­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.

ambebi.ge