"აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ზელენსკი მისი მკვლელობის საფრთხის შესახებ საიდუმლო შეხვედრის დროს გააფრთხილა" - მედია - კვირის პალიტრა

"აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ზელენსკი მისი მკვლელობის საფრთხის შესახებ საიდუმლო შეხვედრის დროს გააფრთხილა" - მედია

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უკრაინასთან რუსეთის ომის დაწყებამდე კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მისი მკვლელობის რუსული გეგმის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ავტორი კრის უიპლი თავის წიგნში წერს, რომელიც მალე გამოქვეყნდება.

წიგნში, რომლის ასლი The Independent-მა მოიპოვა, უიპლი წერს, რომ ბერნსი კიევში ამ მიზნით გაემგზავრა.

„ჯო ბაიდენმა დაავალა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს - აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში - მიეწოდებინა ზელენსკისთვის რუსული შეთქმულების ზუსტი დეტალები. ამან მაშინვე მიიპყრო ზელენსკის ყურადღება. ის გაოგნებული იყო ამ ამბებით ", - წერს კრის უიპლი.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვლადიმერ ზელენსკი გასული წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ მისი სიცოცხლის ხელყოფის 12-ზე მეტ მცდელობას გადაურჩა. უიპლის თქმით, აქედან სულ მცირე ორჯერ ზელენსკი აშშ-ის დაზვერვის წყალობით გადარჩა, რომლის შესახებ ინფორმაცია ბერნსმა მას კიევში ვიზიტის დროს მიაწოდა.

„ინფორმაცია იმდენად დეტალური იყო, რომ ის დაეხმარებოდა ზელენსკის უსაფრთხოების ძალებს, აღეკვეთათ რუსეთის მიერ მისი სიცოცხლის ხელყოფის ორი მცდელობა,“- წერს ავტორი.

IPN