"დროა არესტოვიჩი გადადგეს" - ოლექსი გონჩარენკო აცხადებს, რომ რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ - კვირის პალიტრა

"დროა არესტოვიჩი გადადგეს" - ოლექსი გონჩარენკო აცხადებს, რომ რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

ამის შესახებ „ფეისბუქში“ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ დაწერა. გონჩარენკოს განცხადებით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს”.

„დროა არესტოვიჩი გადადგეს. ჩვენ სხვა სახალხო დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? 1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს. 2. გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან არ აქვთ კავშირი. 3. აგრეთვე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის ფაბრიკაციებს დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს. ომის დროს ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და არა არესტოვიჩივით“, – დაწერა გონჩარენკომ.

IPN