“ჩემი შესანიშნავი პარტნიორი წავიდა" - როგორ ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს "ლარისა ივანოვნა" - კვირის პალიტრა

“ჩემი შესანიშნავი პარტნიორი წავიდა" - როგორ ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს "ლარისა ივანოვნა"

15 იან­ვარს, ქარ­თუ­ლი ესტრა­დი­სა და კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი, ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძე 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იხ­სე­ნე­ბენ და სამ­ძიმ­რის წე­რი­ლებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

რუ­სუ­ლი მე­დია კი აქ­ვეყ­ნებს ლე­გენ­და­რულ ფილმ "მი­მი­ნო­ში" კი­კა­ბი­ძის პარტნი­ო­რის, ელე­ნა პროკ­ლო­ვას სი­ტყვებს. პროკ­ლო­ვა "ლა­რი­სა ივა­ნოვ­ნას" როლს ას­რუ­ლებ­და.

მსა­ხი­ო­ბი კი­კა­ბი­ძეს ასე ემ­შვი­დო­ბე­ბა:

“ჩემი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარტნი­ო­რი წა­ვი­და, მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­თა­ნაც მარ­ტი­ვი იყო მუ­შა­ო­ბა“, - თქვა პროკ­ლო­ვამ და მად­ლი­ე­რე­ბი­თა და სი­ხა­რუ­ლით გა­იხ­სე­ნა ის პე­რი­ო­დი როცა "მი­მი­ნოს“ გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ვწუხ­ვარ მის ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ვახ­ტანგს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დე­სი ად­გი­ლი ექ­ნე­ბა ადა­მი­ან­თა გუ­ლებ­ში არამ­ხო­ლოდ რო­გორ მომ­ღე­რალ­სა და მშვე­ნი­ერ მსა­ხი­ობს, არა­მედ რო­გორც შე­სა­ნიშ­ნავ ადა­მი­ანს“, - ამ­ბობს პროკ­ლო­ვა.

Ambebi.ge