TNT არ­ხის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, კრემ­ლის ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­პა­გან­დის­ტი თინა კან­დე­ლა­კი მე­სა­მედ გახ­და დედა, წერს რუ­სუ­ლი მე­დია. თუმ­ცა, რო­გორც მე­დია რამ­დე­ნი­მე წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, ამ­ჯე­რად 47 წლის ქალ­მა სუ­რო­გა­ტი დე­დის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ჟურ­ნა­ლისტს და მის მე­უღ­ლეს ვა­სი­ლი ბროვ­კოს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. წყვილს ოჯახ­ში ახა­ლი წევ­რის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. კან­დე­ლა­კი და ბროვ­კო ცხრა წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან. თი­ნას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის, ან­დრეი კონ­დრა­ხი­ნის­გან ქალ-ვაჟი - 22 წლის მე­ლა­ნია და 21 წლის ლე­ონ­ტი ჰყავს. რო­გორც თა­ვად თინა კან­დე­ლაკ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, მის ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი ბავ­შვე­ბია, მათ­თვის იწყობს კა­რი­ე­რას, შო­უ­ლობს ფულს, ცდი­ლობს იცხოვ­როს ჯან­სა­ღად. სხვა­თა შო­რის, წამ­ყვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს იშ­ვი­ა­თად აზი­ა­რებს. კან­დე­ლა­კი წერს მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ. ambebi.ge