"კარ­გს თუ ვე­რა­ფერს იტყვი, უნდა გა­ჩუმ­დე მა­ინც" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ? - კვირის პალიტრა

"კარ­გს თუ ვე­რა­ფერს იტყვი, უნდა გა­ჩუმ­დე მა­ინც" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ?

ქარ­თვე­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის, სა­ესტრა­დო მომ­ღერ­ლის, სცე­ნა­რის­ტი­სა და კი­ნო­რე­ჟი­სო­რის ბუბა კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­შიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა თე­მურ ყუ­ბა­ნოვ­მა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის სტე­პან ბან­დერას ძეგლის ფონ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ირო­ნი­უ­ლი მი­ნა­წე­რით - "წა­ვი­და თა­ვის მე­გო­ბარ­თან!".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა გა­იხ­სე­ნა მომ­ღერ­ლის ფრა­ზა აფხა­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ "ბუ­ბას ეს ხალ­ხი არ უყ­ვარ­და". ასე­ვე იხ­სე­ნე­ბენ მომ­ღერ­ლის შარ­შან­დელ ინ­ტერ­ვი­უს, უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"მისი 2022 წლის ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რიდს წა­გი­კი­თხავთ, რო­მელ­შიც ამ­ბობს, 20 წლით ახალ­გაზ­რდა რომ ვიყო, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ო­მებ­დი უკ­რა­ი­ნა­ში, კარ­გად ვის­ვრიო. ცნო­ბი­ე­რე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ვარო!.. ალ­ბათ არ მჭირ­დე­ბა იმის ახ­სნა, რომ იქ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, ჩვე­ნი ხალ­ხი იბ­რძვის... 1992 წელს დას­რულ­და ჩემ­თვის მისი შე­მოქ­მე­დე­ბა!" - წერს პა­სუ­ხად ირი­ნა კარ­ხა­ლა.

არა­ერ­თმა აფხაზ­მა და­წე­რა, რომ რო­დე­საც იმ ადა­მი­ან­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­მელ­მაც ეპო­ქა შექ­მნა, ყვე­ლა­ფერ­ში პო­ლი­ტი­კა არ უნდა გა­ე­რი­ოს.

"კარ­გს თუ ვე­რა­ფერს იტყვი, უნდა გა­ჩუმ­დე მა­ინც, რათა შენს გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბას არ გა­უს­ვა ხაზი" - წერს ელე­ნა ად­ლე­ი­ბა.

"ვინც არ უნდა იყოს ის, მე მის ფილ­მებ­ზე გა­ვი­ზარ­დე და ვა­ღი­ა­რებ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კა და იქ­ნებ მიხ­ვდეთ, რომ ვე­რა­ფე­რი მო­გი­ტა­ნათ ასეთ­მა სა­უბ­რებ­მა.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო, ომი მეც გა­მო­ვი­ა­რე. ერთი ძმა და­მე­ღუ­პა, მე­ო­რე - მოს­კოვ­შია, მკურ­ნა­ლობს, მაგ­რამ ის, რომ კი­კა­ბი­ძე ქარ­თვე­ლია, სუ­ლაც არ მიშ­ლის ხელს მიყ­ვარ­დეს, ნიჭს ეროვ­ნე­ბა არ აქვს. ვინც ამას ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, მას­თან კა­მა­თიც არ ღირს", - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი. გააგრძელე კითხვა