"ვიღაც ქალი მომიჯდა ავტობუსში და მეუბნება - რას ჰგავხარ, რატომ იმახინჯებ თავსო" - სტეფანია მღებრიშვილის პირველი საჯარო ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ვიღაც ქალი მომიჯდა ავტობუსში და მეუბნება - რას ჰგავხარ, რატომ იმახინჯებ თავსო" - სტეფანია მღებრიშვილის პირველი საჯარო ინტერვიუ

სტეფანეს შვილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

როგორც მომღერალი ამბობს, მის ქალიშვილს - ფანის ფართო საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, თუმცა, ბოლო დროს მასთან ერთად ამღერდა.

ცოტა ხნის წინ, სტეფანეს ახალი სიმღერის პრემიერა ჰქონდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. "Movement"-მა მის შვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ფანი თავისი ცხოვებისა და ოჯახის შესახებ საუბრობს.

ვიდეოს სტეფანე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოზე იმუშავეთ… ზუსტადაც ვიცოდით, რომ გენდეთ. მშობლებს გვქონდა დასწრების უფლება, რადგან არასრულწოვანის ინტერვიუა, მაგრამ სრულიად ვენდეთ, ზუსტად ვიცოდით, ვინც მუშაობდა ". აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ეს სტეფანეს შვილის ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოჩენაა სატელევიზიო თუ ონლაინ სივრცეში.

„ძალიან ბევრი რამის გაკეთების უფლებას არ ვაძლევ ჩემს თავს ჯერ, იმიტომ, რომ ვიცი მერე ვინანებ“, - ამბობს ფანი.

იხილეთ ვიდეო: