"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე" - რას აცხადებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მდგომარეობაზე მარიამ ჯიშკარიანი? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე" - რას აცხადებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მდგომარეობაზე მარიამ ჯიშკარიანი?

პროცესზე მე დავაზუსტე, რომ დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით, მჭირდება სრული ტოქსიკოლოგიური კვლევა, მათ შორის, მძიმე მეტალებზე, ქიმიურ და რადიაქტიურ ნაერთებზე - სიმპტომოკომპლექსი მიუთითებს ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობაზე, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომელზეც ის მოწმის სახით იკითხებოდა.

მისივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები პროცესზე ძალიან გაღიზიანდნენ და გამოავლინეს არაკომპეტენტურობა, კითხვების დასმის პროცესში.

„მე არ გავღიზიანებულვარ, გამოკითხვის ძალიან ჩვეული რეჟიმი იყო სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება პენიტენციურ მხარეს, ისინი ძალიან გაღიზიანდნენ, დაიბნენ და შესაბამისად, საერთოდ კომპეტენციას განცდენილ კითხვებს სვამდნენ და ინტერპრეტაციებსაც აკეთებდნენ ისეთს, რომლებიც დასკვნაში არ ეწერა.

ისინი უბრალოდ არაკომპეტენტურები არიან, არაერთგზის დადასტურდა, რომ პაციენტის მიმართ აქვთ ბულინგის განწყობა, აბულინგებენ, დისკრიმინაციული განწყობა აქვთ ადამიანის მიმართ და მათი სახე ცხადი გახდა, რომ არ არის პატიმრის ინტერესების დაცვა, რაც პენიტენციური სამსახურის ამოცანას შეადგენს. არც ჭეშმარიტების დადგენა არ არის მათი საქმე. რაც შეხება კომპეტენციის საზღვრებს, ისინი არც ერთი არ არიან კომპეტენტური ამ დასკვნის მიმართულებით, არც ერთ სფეროში, სამედიცინო სფეროს ვგულისხმობ და შესაბამისად, კითხვები იყო კომპეტენციას გაცდენილი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და შესაბამისად, ამ სიმძიმის გათვალისწინებით, გადავადების კრიტერიუმებში ჯდება“,- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"